დიდ ქალაქებში, სასწავლო პროცესს პირველკლასელები და დაწყებითი კლასების სხვა მოსწავლეებიც დისტანციურად დაიწყებენ
ამის შესახებ „მეტრონომს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს.
ცნობისთვის, სასწავლო პროცესი დისტანციურად თბილისსა და მსხვილ ქალაქებში პირველ ოქტომბრამდე წარიმართება.
პრემიერის ინფორმაციით, ეს ქალაქებია: თბილის, გორი, რუსთავი, ქუთაისი და ზუგდიდი.