“ენგურჰესის” კიდევ 24 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს “ენგურჰესში” დაუდასტურეს.
როგორც “ენგურჰესში” განმარტავენ, დაინფირიცებული თანამშრომლები ონლაინრეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და მათ სხვა თანამშრომლებთან ურთიერთობა არ აქვთ.
ამასთან, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, “ენგურჰესი,” სტრატეგიული ობიექტის ფუნქციონირებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, გუშინ ენგურჰესის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ამ ეტაპისთვის “ენგურჰესის” 28 თანამშრომელია ინფიცირებული.