ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჩვენი სტატიები

ჯანდაცვის სამინისტრო მოსწავლეებს: არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები

ჯანდაცვის სამინისტრო სკოლის მოსწავლეებს მოუწოდებს,  სკოლაში სხვისი ნივთები არ გამოიყენონ.

ამის შესახებ ახალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, COVID-19-თან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებში ვკითხულობთ.

ამასთანავე, მათ სწავლების პერიოდში უნდა უზრუნველყონ თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;

მოსწავლეების ვალდებულებები:

o დაიცავით ჰიგიენის წესები;
o დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
o დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა
თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;
o დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების
მოხვედრისას;
o დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების
შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;
o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას;
o სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად
შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
o არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
o ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

პარალელურად, დაცული უნდა იყოს სავალდებულო დისტანცია მოსწავლეებს შორის საგაკვეთილო პროცესის დროს დახურულ და ღია სივრცეებში.

საკლასო ოთახში, მაგიდების/მერხების განლაგება მიზანშეწონილია მოხდეს შემდეგი პრინციპით:

  • მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები არ ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მათ შორის
    დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 1 მეტრისა;
  •  მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ, და მათ შორის
    დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 2 მეტრისა;
  •  საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელი ვალდებულია ეკეთოს პირბადე იმ შემთხვევაში, თუ
    მაგიდები განლაგებულია იმგვარად, რომ მასსა და მოსწავლეებს შორის შეუძლებელია 2 მეტრიანი
    დისტანციის დაცვა.

თამთა ქარქაშაძე

იტვირთბა....