თბილის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას განზრაღ მკველობის მცდელობაში ბარლდებულ ორ პირს, ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს 15 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
აღნიშნული საქმის შესახებ საბოლო განჩინება მოსამართლემ დღეს დილით გამოიტანა.
ამასთანავე, სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას მკველობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე დაკავებულ პეტრე ყუფარაძეს 4 წლიანი, კახა ჩხეტიას კი 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, ვერაზე დაჭრეს. ის მკურნალობას ამ დრომდე თურქეთში გადიოდა. ასევე, ცოტნე გამსახურდიას მკველობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე 4 პირი პატიმრობაში იმყოფებოდა.

