ცოტნე გამსახურდია მკურნალობის გასაგრძელებლად გერმანიაში გადაიყვანეს. ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე“ წერს.
როგორც გიორგი გამსახურდია წერს, ცოტნე გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში რეაბილიტაციის კურსს გაივლის.
“ცოტნეს მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან შმიდერის კლინიკაში დღეიდან დაიწყო. როგორც მთლიანად ცოტნეს მკურნალობის პროცესი, ასევე ეს ეტაპიც განხორციელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით, რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ“,- წერს გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, ვერაზე დაჭრეს. ის მკურნალობას ამ დრომდე თურქეთში გადიოდა.
“მეტრონომის” რედაქცია ცოტნე გამსახურდიას უმოკლეს დროში გამოჯანმრთელებას უსურვებს.