“რუსთავი 2”-ის შენობასთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა ტელეკომპანიის კუთვნილი ავტომობილები გაჩხრიკეს. მანქანების შემოწმების მიზეზის დასადგენად სამართალდამცავებთან არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ჩავიდა. პატრულის ეკიპაჟის წევრმა მიზეზად წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა დაასახელა და განაცხადა, რომ შესაბამისი დავალება მათ შსს-დან მიიღეს.
რუსთავი 2-ის კუთვნილი ავტომობილების ჩხრეკის თაობაზე „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.