ახალი ამბები მთავარი სამართალი

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ბრალდებულებს განაჩენს დღეს გამოუტანენ

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ბრალდებულებს განაჩენს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.

საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს სადაც დაცვის მხარე  დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

ამასთან, ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ამირან გიგუაშვილი აღნიშნულ საქმეში ბრალდებიული ორი პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

მისივე თქმით, ტატო ღარიბაშვილი და გიორგი სოლოღაშვილი ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში უშუალოდ მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, ვერაზე დაჭრეს. ის მკურნალობას ამ დრომდე თურქეთში გადიოდა. ცოტნე გამსახურდიას მკველობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე 4 პირია დაკავებული.

იტვირთბა....