ახალი ამბები მთავარი

აჭარაში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში  ქვეყანაში გამოვლენილი 87 ახალი შემთხვევიდან, 39 აჭარის რეგიონს ეკუთვნის.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისთვის, საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის 146 პაციენტი, 26 პაციენტი იმყოფება კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ.

ცნობისთვის, მსოფლიოში Covid-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 28 მილიონს აჭარბებს.

იტვირთბა....