აშშ-ს საელჩომ ოკუპირებულ ყირიმში მუშაობა დროებით შეაჩერა.ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყირიმში ვიზებთან და საბუთთებთან დაკავშირებით მომსახურება ორივე მიმართულები, გარკვეული ვადით შეჩერებულია. რუსეთის მხრიდან უკრაინის ამ ტერიტორიაზე ჩარევასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობას სავიზო მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ ხერსონასა და კიევში.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ ყირიმში “სახელმწიფო საბჭოს” არჩევნები 14 სექტემბერს ჩატარდა, რომელშიც ამომრჩეველთა 50%-ზე ნაკლებმა მიიღო მონაწილეობა.