ახალი ამბები პოლიტიკა

საფრანგეთმა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

საფრანგეთის სენატმა პირველი მოსმენით, ცვლილებების გარეშე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას  2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში მოაწერა ხელი. საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიცირება 2014 წლის 17 ივლისს განახორციელა.

სულ რატიფიცირება ევროკავშირის 28 სახელმწიფომ უნდა მოახდინოს, საფრანგეთი კი უკვე 25-ე ქვეყანაა. შეთანხმება ჯერ არ არის რატიფიცირებული იტალიის, ბელგიის  და საბერძნეთის მიერ.

 

იტვირთბა....