aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ბეირუთის პორტში, სადაც 4 აგვისტოს აფეთქება მოხდა, ხანძარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, ხანძარი ბეირუთის პორტის ტერიტორიაზეა, სადაც 4 აგვისტოს აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, პორტში ნავთობისა და საბურავების საწყობი იწვის. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისათვის, 4 აგვისტოს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან მასშტაბური აფეთქება მოხდა. ტრაგედიის მიზეზი 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა.

ინციდენტის შედეგად სულ მცირე 190 ადამიანი დაიღუპა. 6 ათასზე მეტი დაშავდა, ათეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა. აფეთქების შედეგად ბეირუთის უამრავი უბანი დაზარალდა. მოქალაქეებმა მომხდარის გამო მიტინგები მოაწყვეს და მტავრობის გადადგომა მოითხოვეს. მათი მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, 10 აგვისტოს ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.

იტვირთბა....