ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ენგურჰესის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

ენგურჰესის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ჟურნალისტებს ენგურჰესში  დაუდასტურეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, თანამშრომლებს  ტესტირებები ჩაუტარდებათ. რაც შეეხება ინფიცირებულებს, ისინი რუხის კლინიკაში არიან მოთავსებულები.

შეგახსენებთ, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბოლო სამი დღის განმავლოვლობაში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევები მკეთრად გაიზარდა. 9 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 44 შემთხვევა იყო, ხოლო 8 სექტემბერს – 45.

 

იტვირთბა....