“მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში მასწავლებელს, ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან 15 აგვისტოდან, იმყოფებოდნენ აჭარაში, ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ რეგიონებში, სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში, თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან.”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.