მთავარი ციტატა

“მოქალაქეები სწორ გადაწყვეტილებას იღებენ, ამიტომაც წინა ხელისუფლებას შეცდომები არ აპატია”- ხაბეიშვილი

 “რა თქმა უნდა, პრობლემები იყო. ჩვენი მოქალაქეები სწორ გადაწყვეტილებას იღებენ ხოლმე. ამიტომაც იყო, რომ ის პრობლემები და შეცდომები წინა ხელისუფლებას არ აპატია. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გადავაფასე, შევიცვალე, სხვა მხრივ შევხედეო.  დრო გავიდა და ყველაფერს სხვაგვარად ვუყურებთ. რა ვქნათ, აღარ განვვითარდეთ? წინ აღარ წავიდეთ? მუდმივად ის ვიძახოთ, რომ ვიღაცას რაღაც გადაცდომა ჰქონდა?”

ლევან ხაბეიშვილი-სამგორის ოლქში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი

“პალიტრანიუსი”

ხაბეიშვილმა ხელისუფლებაში “ნაცმოძრაობის”დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, წონ წინამმართველმა გუნდა შეცდომები გაანალიზა და მზადაა, სწორი მიმართულებით იმოქმედოს. 

ცნობისათვის, პარტია “ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგინეს.

ექსპრეზიდენტმა ვიდეომიმართვაც გაავრცელა, სადაც ის ქართველ ხალხს დაშვებული შეცდომების გამო ბოდიშს უხდის. ასევე,აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქნება არა სრული ვადით, არამედ 2 წლით. მისი თქმით, 2 წელი იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა „ამოვათრიოთ ჭაობიდან და ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ“. 

იტვირთბა....