აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ბათუმში ელიტ ელექტრონიქსის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი თქმით, ინფიცირების წყარო უცნობია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
რუსუდან შავიშვილის განცხადებით, კორონავირუსი დაუდასტურდა სახელოვნებო სკოლის მასწავლებელსაც, რომლის წყაროც ასევე უცნობია.
ცნობისათვის, ბათუმში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 16-ის წყარო უცნობია, ნაწილი კი საკონდიტრო დონას, ე.წ. ხოფის ბაზრობას, სამშობიარო სახლსა და უკვე დადასტურებულ შემთხვევებს უკავშირდება.
საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.