ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი გახარია სკოლის პედაგოგებს მიმართავს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სკოლის პედაგოგებს მოუწოდებს, ვინც 15 აგვისტოს შემდეგ აჭარაში იმყოფებოდა, პირველი ორი კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, პედაგოგეგბმა უნდა მიმართონ განათლების სამინისტროს.

„მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში მასწავლებელს, ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში, ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ რეგიონებში, რა თქმა უნდა, 2 კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ, საქმის კურსში ჩააყენონ შესაბამისი სამინისტრო – განათლების სამინისტრო, თავიანთი უწყებები და თავი შეიკავონ სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისგან,“- განაცხადა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიდან ეს რეკორდული მაჩვენებელია.

იტვირთბა....