„ქართული ოცნება“, საარჩევნო სიის პირველ ოცეულს, პრემიერმინისტრობისა და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატებს ხვალ, 10 სექტემბერს დაასახელებს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, წარდგენა 20:00 საათზეა დაგეგმილი.
„10 სექტემბერს, 20:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი დაასახელებს მომავალ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.წარდგენა გაიმართება მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.