“თქვენ არ ხართ დამოუკიდებლები, თქვენ ხართ მონები და არ ხართ კეთილსინდისიერები. ეს თითქოსდა არის ფოტოშოპი, ამის სურვილი რომ მქონოდა, უღრუბლო ფოტოშოპსაც გავაკეთებდი, ვანახებდი 21-საც 22-საც ძალიან გალამაზებულ ფერებში.”
მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.
პროკურატურა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიერ გავრცელებული სატელიტის კადრების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ცნობისათვის, მიხეილ რამიშვილმა სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გაავრცელა. მისი მტკიცებით, გაუჩინარების შემდეგ 23 წლის პროგრამისტი ავტომობილი მაწევანის ტყეში იმ ადგილას არ იმყოფებოდა, სადაც მოგვიანებით ცხედარი აღმოაჩინეს. მისივე თქმით, ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რომ ადგილზე ცხედარი ავტომობილით მოგვიანებით მიიტანეს.
ამ განცხადების შემდეგ მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში დაიბარეს და სატელიტთან დაკავშირებით თანამშრომლობა შესთავაზეს, თუმცა ადვოკატმა არ ისურვა იმ წყაროს დასახელება, რომელმაც სატელიტის ფოტოები მიაწოდა.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.