ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გატაცებული ზაზა გახელაძის წერილი ცხინვალიდან

გატაცებიდან ორი თვის შემდეგ ზაზა გახელაძემ  ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან ოჯახს პირველი წერილი გამოუგზავნა.

წერილში ვკითხულობთ: “როგორ ხარ ირმა, ბავშვები როგორ არიან? დამიკოცნე, უთხარი მამიკოს უყვარხარ-თქო. დედა, მამა როგორ არიან? ყველა მომიკითხე, ყველა მიყვარხართ. უფალს ვთხოვ, რომ მალე თქვენთან ვიყო. მე ჯერ ვერ მომირჩა, მალე მორჩება ალბათ, და გავივლი, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება”.

გახელაძე წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა მოინახულეს და ოჯახს მისი წერილიც მათ გადასცეს.

ზაზა გახელაძის შვილმა მამას წერილითვე უპასუხა, რომელიც ასევე წითელმა ჯვარმა წაიღო. უცნობია, როდის შეძლებს ორგანიზაცია მის დაკავებულისთვის გადაცემას.

“წერილს წერილითვე ვუპასუხეთ, გავამხნევე როგორც შეიძლებოსა, ბავშვი, რომელიც ყოველ საღამოს სხვანაირად ემშვიდობებოდა მამას, ძილინებისას უსურვებდა, ტრადიციას არ არღვევს ეუბნება მამას: “ღამემშვიდობისა, ტკბილი ძილი”. მისთვის დიდი იმედია, რომ იგრძნო, ჩვენ არ ვზივართ. სახელმწიფო გვერდში უდგას”, – ამბობს გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი.

ცნობისთვის,  ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს.  საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, გახელაძე არ დაემორჩილა სამხედროების მოწოდებას, მინიმუმ 5-ჯერ მაინც ესროლა ერთ-ერთ მათგანს და საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ დაიჭრა. მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებმა ბრალი რუსეთი სისხლის სამართლის კოდექსით წაუყენეს.

ფოტო: მთავარი არხი

იტვირთბა....