მთავარი ციტატა

“ხელისუფლებამ სკოლის დირექტორების დასჯის გეგმა აამუშავა”- რა ბრძანება გამოსცა სამინისტრომ

“წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ სკოლის დირექტორების დასჯის გეგმა აამუშავა. გუშინვე სამინისტრომ დანიშნა მოვალეობის შემსრულებლად სამინისტროს გადაწყვეტილებით შერჩეული კადრები. ეს ფაქტობრივი დადასტურებაა, რომ სამინისტრომ დასაჯა პოლიტიკურად მმართველი გუნდის „ურჩი“ პროფესიონალები.”

სერგო რატიანი – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი

ამის შესახებ რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

რატიანის ინფორმაციით,  განათლების სამინისტრომ დაწერა ბრაძანება, სადაც გაათავისუფლა ის დირექტორები, რომლებსაც დირექტორობის 6-წლიანი ვადა გაუვიდათ. მიზეზად დასახელდა ის, რომ თითქოს პანდემიის გამო მათ ვერ მოახერხეს გამოცდების ჩაბარება და ამიტომ ყველა მათგანი გაათავისფლეს.

მისივე თქმით, მეორდება ის საშინელი ამბავი, რომელიც მოხდა ია კერზაიაზე, როდესაც დირექტორზე განხორციელდა ზეწილა. 

 

 

იტვირთბა....