ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჩემი დნმ-ი აღებული აქვთ. არ ვიცი იქ რა ანალიზი მოხდა ჩემზე” – ლობჟანიძე

„მე აღარ ვენდობი ექსპერტიზას. მოვედი, რომ წავიღო ლეპტოპიც და მობილურიც. ეს არ იყო სუიციდი. იმიტომ, რომ თამარი სამსახურს ეძებდა და მუშაობდა იმისთვის, რომ იმ კომპანიაში აეყვანათ. ჩემი დნმ-ი აღებული აქვთ. არ ვიცი იქ რა ანალიზი მოხდა ჩემზე…”

ბაჩანა ლობჟანიძე – პირი, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია. 

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისათვის, ლობჟანიძე პროკურატურაში საკუთარი ინიციატივით მივიდა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....