თბილისის მერის განცხადებით, თბილისობის დღესასწაული გადაიდება. კახა კალაძე ღონისძიებების გადადების მიზეზად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ასახელებს. მისი თქმით, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დაიგეგმება რამდენიმე კონცერტი, რომლის ნახვის საშუალებაც საზოგადოებას ტელევიზიის საშუალებით ექნება.
“თბილისობა ზოგადად იმართებოდა ოქტომბრის თვის პირველ შაბათ-კვირას. არსებული რეალობიდან გამომდინარე მოგვიწევს ამ ღონისძიებების გადადება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
თბილისობის ღონისძიებები იქნება გაუქმებული, ჩვენ კულტურის სამასახურთან ექნება მუშაობა, რათა დაიგეგმოს მხოლოდ კონცერტები, რომლებიც ლაივ რეჟიმში გადაიცემა და ადამიანებს ექნებათ საშუალება ტელევიზიით იხილოს ის კონცერტები, რომლებსაც დავგეგმავთ” – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, ქვეყანაში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევებიდან დადასტურდა, აქედან 25 აჭარას უკავშირდება.