ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გამოძიება მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს” – რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმის ახალ გარემოებაზე

“ჩვენ გვქონდა პოზიცია, რატომ შეიძლება არ ყოფილიყო ეს მკვლელობის სიტუაცია. გამოძიება ახლა ამ ვერსიაზე მუშაობს და არა მხოლოდ ვერსიაზე, არამედ დღეს მიდის მუშაობა მტკიცებულებების მოპოვებაზე.

ჩემი ერთ-ერთი შუამდგომლობა იყო, რომ ჩემთვის დეტალურად იყოს ცნობილი მწყემსსა და ჯიმშერ აფციაურს შორის ზუსტად როდის ხდებოდა კომუნიკაცია, რომ გავარკვიოთ რამდენად სიმართლეს ამბობენ ჩვენებებში.”

მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი. 

ამის შესახებ მან “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დრონით გადაღებულ ვიდეომასალას 7 სექტემბერს გაეცნო. როგორც ადვოკატმა განაცხადა, დრონის არცერთ ჩანაწერში ჩანს ის ადგილი, სადაც პროგრამისტის მანქანა იყო ნაპოვნი.რამიშვილის ინფორმაციით, ჩანაწერები არის გაკეთებული 19 ივლისიდან 21 ივლისამდე. სულ არის გაკეთებული 9 ჩანაწერი. გადაღებულია 62 სურათი. ყველაზე დიდი მასალა არის 21 წუთიანი.

იტვირთბა....