ახალი ამბები მთავარი

დღეიდან ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას განაახლებს

ბათუმში  იუსტიციის სახლი მუშაობას დღეს განაახლებს.

იუსტიციის სახლის თანამშრომლებს  კორონავირუსზე ტესტი აუღეს და ყველა პასუხი უარყოფითია. შესაბამისად, ინფიცირების სხვა შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება  „ხოფის ბაზრობას“,ამ ეტაპზე  უცნობია როდის გაიხსნება.

შეგახსენებთ, გუშინ ბათუმის იუსტიციის სახლი მას შემდეგ დაიხურა, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. აჭარის რეგიონი წითელ ზონად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები ამ ეტაპზე არ მკაცრდება, მკაცრდება კონტროლი უკვე შემოღებული წესების აღსრულებაზე.

 

იტვირთბა....