თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე მდებარე “მედკაპიტალის” პოლიკლინიკის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. პოლიკლინიკის კარდიოლოგს ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვს. ექიმის ინფიცირებამდე ვირუსი მის ოჯახის წევრსაც დაუდასტურდა.
ინფიცირებული ექიმის კოლეგები, რომელთაც მასთან შეხება ჰქონდათ თვითიზოლაციასა და საკარანტინო ზონებში იმყოფებიან, ამ ეტაპზე არცერთ მათგანს ვირუსი არ დადასტურებია.
ცნობისათვის, ქვეყანაში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევებიდან დადასტურდა, აქედან 25 აჭარას უკავშირდება.