“მაშინ გახლდათ პანდემიის ახალი დასაწყისი და ინფექციის შეკავების ძირითადი მეთოდები იყო ამ ტიპის – ე.წ. მკაცრი, შემზღუდავი ღონისძიებები, ახლა, ამ 7 თვის განმავლობაში, რაც ჩვენთან ეპიდემიაა, ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ – გავაფართოვეთ კონტაქტების კვლევა, გავაფართოვეთ PCR ტესტირება, თუ მარტში დღეში 100-150 PCR ტესტს ვაკეთებდით, დღეს ვაკეთებთ 6-დან 7 000-მდე კვლევას, ამას ემატება კიდევ ყოველდღიურად 1 500-მდე სწრაფი ტესტი, ანუ ვცდილობთ, არც ერთი ინფიცირებული არ გაგვეპაროს, ანუ მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ იდენტიფიცირება.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ცნობისათვის, ქვეყანაში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევებიდან დადასტურდა, აქედან 25 აჭარას უკავშირდება.