aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რესტორან „რესპუბლიკას“ თანამშრომლის კორონავირუსი დაუდასტურდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რესტორან „რესპუბლიკას“ თანამშრომლის კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფორმაციას ამის შესახებ დაწესებულების მენეჯერი ადასტურებს.

თაკო კვერნაძის განცხადებით, რესტორნის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადასული, „რესპუბლიკაში“ კი ტარდება ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები.

ამასთანავე, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

ამ დროისთვის, უცნობია პაციენტის ინფიცირების წყარო.

ცნობისთვის, დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი – 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

იტვირთბა....