“დღეს, “ნიანგის ცრემლებით” ტირილი მიხეილ სააკაშვილის, რომ თურმე მის დროს სასამართლო არ ყოფილა კარგი, ეს ფარისევლობაა. მისი აღიარებები ემსახურება კონკრეტულ მიზანს, ცოტა მეტი ხმა მიიღოს რომ მეტი მანდატი ჰქონდეს პარლამენტში. თუმცა, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს.”
მამუკა მდინარაძე-საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
აღნიშნულით მდინარაძე ჟურნალისტებთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ უსამართლო სასამართლო საკუთარ თავზე გამოსცადა.
ცნობისათვის, პარტია “ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგინეს.
თავად სააკაშვილმა მის ჩამოსვლაზე განაცხადა, რომ მაშინ დაბრუნდება, როცა ამის შესაძლებლობა მიეცემა.