„ბრალდებულებს, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და როდესაც მათგან ნიმუშები ავიღეთ, ფრჩხილები ფაქტობრივად ყველას ჰქონდა დაჭრილი. ისინი მოემზადნენ და ისე მოვიდნენ საგამოძიებო ორგანოებში, ტანსაცმელზე მათ უკვე იცოდნენ წინასწარვე, რომ არანაირი კვალი არ იქნებოდა. მათ არა მხოლოდ ტანსაცმელზე და უშუალოდ თავის სხეულზე, არამედ ტელეფონებშიც წაშალეს ინფორმაციები და ყველა შესაძლო მტკიცებულება, რომელიც მათ ხელთ იყო იმ დროისთვის. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მათ წაშალეს და გამოძიებას მოუსპეს შესაძლებლობა, რომ ეს მტკიცებულებები მოეპოვებინათ.”
დავით ყაზარაშვილი – გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
თამაზ ხომასურიძემ დღეს პროკურატურის შენობასთან თავის დაწვა სცადა. პოლიციამ მისთვის სანთებელას წართმევა შეძლო და ის ტერიტორიას გაარიდა.
შეგახსენებთ, თამაზ ხომასურიძე შაქარაშვილის საქმეზე მისი არასწრულწლოვანი შვილის მიმართ წაყენებულ ბრალს აპროტესტებს. არასრულწლოვანი ზ.ხ ერთ-ერთია იმ 5 ბრალდებულს შორის, რომელსაც შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი დაუმძიმდადა მას ჯგუფურად განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.