ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ავერსის” კლინიკაში 2 ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთავის “ავერსის” კლინიკაში 2 ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგ ეკა მამალაძის განცხადებით, “ავერსის” კლინიკის დამატებით 10 ექიმი იმყოფება იზოლაციაში და მათი მონაცემები ეტაპობრივად ლაბორატორიაში იგზავნება. ამ ეტაპზე არც ერთის მონაცემი დადებითი არ არის. ყველას პასუხი დღეს უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.

“ავერსის” კლინიკაში აცხადებენ, რომ მიუხედავად დადასტურებული 15 შემთხვევისა, კლინიკაში პაციენტებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურებიან და მუდმივად ხდება კლინიკის დეზინფექცია.

“ესენი არიან თანამშრომლები, რომლებიც იყვნენ კონტაქტში ინფიცირებულ თანამშრომლებთან. მათ ტესტირება ჩაუტარდათ ერთხელ, 2 სექტემბერს. ითვლებოდნენ კონტაქტებად, ამიტომ იყვნენ თვითიზოლაციაში. ჩვენ განმეორებითი ტესტირება გავაკეთეთ კიდევ და ამ განმეორებითი ტესტირების შედეგად ამ 2 ადამიანს დაუდასტურდა” – აცხადებს ეპიდემიოლოგი ეკა მამალაძე.

 

იტვირთბა....