სტამბოლში დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების მიუხედავად, პოლიციამ ოპოზიციური მედია თავის კონტროლს დაუქვემდებარა. კერძოდ, ტელევიზია Bugun TV და ბეჭდური გამოცემები – სულ 22 კომპანია, რომლებიც თურქეთის ახლანდელი ხელისუფლების მწავე კრიტიკოსთან ფეტჰულაჰ გიულენთან ასოცირდება. საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი არჩევნების წინ მედიაზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად გადადგა.
დარბეული კომპანიები მედიაჰოლდინგ Koza Ipek-ს ეკუთვნის. ამ ჰოლდინგს თურქეთის ხელისუფლება მქადაგებელ გულენის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. საქმე ისაა, რომ მქადაგებელი პრეზიდენტ ერდოღანის წინააღმდეგ ამბოხშია ეჭვმიტანილი.
სტამბოლში, მედიაჰოლდინგ Koza Ipek-ის ოფისთან თურქეთის პოლიტიკური ოპოზიციის ასობით წარმომადგენელი და მათი მხარდამჭერი შეიკრიბა. ისინი ცდილობდნენ ჰოლდინგის შენობაში ხელისუფლების მიერ დანიშნული კურატორი არ შეეშვათ. კურატორს ჰოლდინგის ამჟამინდელი დირექტორთა საბჭო უნდა შეეცვალა და პოლიციის დახმარებით მან მაინც მოახერხა შენობაში შეღწევა. იგივე სცენა განმეორდა ოპოზიციასთან დაკავშირებული სხვა მედიაჰოლდინგების ოფისებთანაც.
ევროკავშირმა, რომლისკენაც თურქეთი დიდი ხანია ისწრაფვის, ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო შეშფოთება გამოთქვა.