“12 დღიანი საკარანტინო ვადა შეიცვალა და შემცირდა 8 დღემდე. ხაზს ვუსვამ, რომ 8 დღიანი საკარანტინო ვადა არის საქართველოში შემოსულ ადამიანებზე და არა საქართველოში ინფიცირებულთან კონტაქტებზე. საქართველოში შემოსული ადამიანი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, მიდიან კარანტინში. ეს გახლდათ 12 დღე და ახლა ეს ვადა ჩამოიწია 8 დღემდე.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.