“აქ ახალი არაფერია. მოვისმინე მხოლოდ სადღეგრძელოები. ივანიშვილი ლაპარაკობდა ასე, რომ “ყველაფერი იქნება მაგრად.” მეოცდაათჯერ დაანონსა დაბრუნება. რა არის აქ აღსანიშნავი, ივანიშვილი რომ წააგებს, დაბრუნდება. მერე რა?!”
გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი.
ამის შესახებ მან TV პირველის გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში” განაცხადა.
ცნობისათვის, პარტია “ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგენენ.