თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განაცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულმა 23 წლის ორსულმა წარმატებით იმშობიარა. მისივე თქმით, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.
„დაიბადა ბიჭი, 3 კილო და 600 გრამი, 50 სანტიმეტრი, დედაც და ახალშობილიც თავს იდეალურად გრძნობენ. ჩვილს ორჯერ ჩაუტარდება Covid-19-ზე ტესტირება, დღესვე ჩაუტარდება ერთი ტესტი, რომლის პასუხი ხვალ დილით გახდება ცნობილი. თუ ვირუსი დაუდასტურდება ბავშვი დედასთან იქნება, თუ არადა ცალკე” – გვითხრა ლალი ტურძელაძემ.