კალიფორნიაში ხანძრის გამომწვევ მიზეზად წვეულება სახელდება.
როგორც BBC წერს, სქესის გამოვლენის წვეულებაზე, კვამლის გამშვები პიროტექნიკის გამოყენებამ გააჩინა ცეცხლი, რომელიც შემდეგ 7 000-ს აკრზე გავრცელდა.
ამინდის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კალიფორნიაში მეტისმეტად მაღალი ტემპერატურა – 49.4 გრადუსი ცელსიუსით ფიქსირდება.
გასულ თვეს კი Death Valley-ზე რეკორდული სიცხე, 54.4C დაფიქსირდა.