მთავარი

უნდა დაიბლოკოს თუ არა ძალადობისა და გარყვნილების გამავრცელებელი საიტები?

საიტები, რომლებზეც  ბოლო დროს აგორებული ამბების გამო, არასრულწლოვანებსაც აქვთ წვდომა

წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები, ღია ცის ქვეშ  ზუგდიდსა და თბილისში,  საჯაროდ აჩვენეს. კადრების ნახვა ნებისმიერ გამვლელს შეეძლო. ადგილზე იყვნენ არასრულწლოვანი და მცირეწლოვანი ბავშვები. ვიდეოკადრების ჩვენებას ასევე პოლიციაც ადევნებდა თვალს. ძალადობის ფაქტების გავრცელებაზე უნდა ზრუნავდეს, თუ არა სახელმწიფო? არასრულწლოვანების დასაცავად და “მეტრონომი” პირადად უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

“მეტრონომი”: ძალადობის ფაქტების გავრცელების აღკვეთაზე უნდა ზრუნავდეს თუ არა სახელმწიფო, თუნდაც არასრულწლოვანების დასაცავად…

ირაკლი სესიაშვილი: პირველ რიგში, უნდა ავღნიშნოთ, რომ სწორედ ამ პრინციპის გაზიარებით, ჩვენმა პარლამენტმა, ჩვენი ინიციატივით ცვლილებები შეიტანა კანომდებლობაში და დასჯადი გახადა  ასეთი კადრების გავრცელება. შესაბამისად, ეს არის დანაშაული და დაწყებულია გამოძიება. რაც შეეხება, საიტების აკრძალვას, ეს ცოტა საფრთხილო საკითხია იმიტომ, რომ ზოგადად ჩვენ  ვაღიარებთ თავისუფალ ელექტრონულ სივრცეს.

“მეტრონომი”: რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში რუსული საიტები ხომ დაიბლოკა და ხომ  შეიძლება, იგივე არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით, ახლაც ანალოგიურად მოხდეს და დაიბლოკოს თუნდაც ეს საიტი?

ირაკლი სესიაშვილი: ჰოდა მაგას გეუბნებით, რომ  ჩვენ ვაღიარებთ თავისუფალ ელექტრონულ სივრცეს და მსოფლიოში აღიარებული ვართ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ელექტრონული სივრცის ქვეყანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებების თვალსაზრისით და ამას ძალიან დიდი ყურადრება ექცევა. დღეს ელექტრონული სივრცე ისეა გავრცელებული, რომ ჩვენ რომც დავბლოკოთ ეს საიტები, ეს ვიდეო კადრები უკვე ატვირთულია და ფაქტობრივად, ყოველ საიტზე ნადირობა მოგვიწევს. ასე რომ, რა თქმა უნდ,ა რისკები არსებობს იმიტომ, რომ უსასრულოა ელექტრონული სივრცე. მთავარია, რომ ჩვენ ეს დასჯადი გავხადეთ, გამოძიება მიმდინარეობს და პასუხს აგებს ყველა.

“მეტრონომი”:  მე ციხის კადრების გამოძიებაზე არ გეუბნებით. ეს უსაფრთხოების სამსახურშიც მითხრეს. მე კონკრეტულად, ძალადობის და გარყვნილების გავრცელებაზე გეკითხებით, რომელსაც ბოლო დროს აგორებული ამბების გამო, არასრულწლოვანებსაც აქვთ წვდომა

ირაკლი სესიაშვილი:  გავრცელებაზეც ცალკე მიმდინარეობს გამოძიება… მე ციხის კადრებზე არ გეუბნებით, კონკრეტულად.

მეტრონომი ასევე დაუკავშირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი ვაშაძეს,რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო აუცილებლად უნდა ზრუნავდეს, ასეთი საიტების  დაბლოკვაზე.

იტვირთბა....