ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად განახლდება

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად განახლდება.

ამის შესახებ პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სკოლებში დაბრუნებას მოსწავლეები პირველ ოქტომბერს შეძლებენ.

„ქობულეთსა და ბათუმში სასწავლო პროცესი გადაიდება. სწავლა იქნება დისტანციურად პირველი ორი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ ბათუმსა და ქობულეთში ბავშები სკოლებში და სტუდენტები აუდიტორიებში სწავლას 1-ლი ოქტომბრიდან განაგრძობენ, მანამდე სწავლა დაიწყება დისტანციურად“,-განაცხადა გახარიამ.

 

 

იტვირთბა....