ქალაქ მარნეულსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ვაზიანის დასახლებაში ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება 7 სექტემბრიდან დაიწყო და 18 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო “მეტრონომს” უგზავნის.
საცხოვრებელი ფართის მოთხოვნით განაცხადის შევსება, ამ ეტაპზე, მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ. ბინები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება.
განაცხადები ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში მიიღება. აპლიკაციის შევსება ასევე შესაძლებელია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე:
რუსთავი – ცურტაველის ქ.N5ა; გორი – სამების ქ.N1; ქუთაისი – აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი – აღმაშენებლის ქ.N106.