მთავარი ციტატა

“ცხვირის სუსტი კაპილარები ჰქონდა, ძალით რომ ასმევდნენ წამლებს, ცხირიდან სისხლი წასკდა”- ბაჩალიაშვილის დედა

“იმ ზომამდე მიიყვანეს ჩემი შვილის პროცესები, რომ აღარ გამოჩენილიყო ძალადობის კვალი.თამარს ძალიან ცხვირის სუსტი კაპილარები ჰქონდა, პატარა რაღაცაზეც კი სისხლი სდიოდა. ალბათ ძალით რომ ასმევდნენ წამლებს, ცხირიდან სისხლი წასკდა.”

თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედა

ამის შესახებ თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ თუ საქმეს სათანადოდ არ გამოიძიებენ, ოჯახი რადიკალურ ზომებს მიმართავს.

შეგახსენებთ, “მტავარმა არხმა” თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი დეტალები გაავრცელა. ბაჩალიაშვილის პირბადეზე აღმოჩეილია სისხლის წვეთები. გარდა ამისა, აღმოჩნელია უცნობი მამაკაცის დნმ, რომელიც არ შეიძლება იყოს თამარის ბიოლოგიური ნათესავი. 

ამასთან, ირკვევა, რომ სიჩქარის გადამრთველ კოლოფზე ბაჩალიაშვილის დნმ-სთან ერთად მდედრობითი სქესის კიდევ ერთი ადამიანის დნმ-ია აღმოჩენილი, რომელიც შეიძლება 23 წლის პროგრამისტის ბიოლოგიურ ნათესავი იყოს. კიდევ ერთი უცნობი მამაკაცის დნმ ექსპერტებმა მანქანის სალონის წინა სათავსოს სახელურზე, ტუბზე და ელექტროშოკზე იპოვნეს, რომელიც განსხვავდება პირბადეზე არსებული მამაკაცის დნმ-სგან.

 

 

 

იტვირთბა....