“დღესვე მეუფე ნიკოლოზი ამბობს – ეკლესია დიდი ხანია ჩამოშორდა ქურდულ სამყაროსო.რას ქვია დიდი ხანია ჩამოშორდა? ნაქურდალი ფულით ეკლესიის აშენება შეიძლებაო მეუფეები არ გაჰყვირიან ინტერვიუებში? მეუფეებს მრევლთან ისეთი მიწერ-მოწერა გვაქვს, რომ გარეშე ადამიანს შეიძლება გარყვნილება ეგონოსო. თქვენ ხომ არ გძმარავთ ცოტა მეუფენო?”
ბასილ კობახიძე – თეოლოგი
აღნისნულით კობახიძე გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებას, რომელიც მა თავის საკვირაო ქადაგების დროს გააჟღერა.
მეუფე იაკობმა ეკლესიის მიმართ კრიტიკულ მედიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ პასუხი მოეთხოვებათ.
თეოლოგი აცხადებს, რომ მეუფეებს ყველანაირი შავი საქმეები და განცხადებები “ხახვივით შერჩათ.”