„ნაკერები მაქვს ზურგსა და მუცელზე, სუნთქვა, ძილი ძალიან, ჭამა და საწოლში გადაბრუნებაც კი ძალიან მიჭირს“, – ეს სიტყვები ეკუთვნის ფერადკანიან მამაკაცს, ჯეიკობ ბლეიკს, რომელსაც აშშ-ში უისკონსისნის შტატ ქალაქ კენოშაში პოლიციელმა ზურგში ესროლა.
ბლეიკის მიმართვა მისმა ადვოკატმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოაქვეყნა.
ვიდეომიმართვაში ბლეიკს, რომელიც წელსქვემოთ პარალიზებულია, საავადმყოფოს სამოსი აცვია.
„24 საათის განმავლობაში, არაფერს ვგრძნობ, ტკივილის გარდა. სიცოცხლე და არა მხოლოდ სიცოცხლე, ფეხები, რომელიც ცხოვრების გასაგრძელებლად მჭირდება, წამართვეს“- ამბობს ის.
აღსანიშნავია, რომ კენოშაში საპროტესტო გამოსვლები კვლავ გრძელდება.
აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა ჯეიკობ ბლეიკს ცეცხლი გაუხსნეს.
„აშშ-ში შავკანიანი ადამიანებს გვეშინია, ჩვენი ბედი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს პოლიციელი“, – ასე გამოეხმაურა კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი მომხდარს.