aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მინდა დავამშვიდო მოსახლეობა” – თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას მიმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო აგრძელებს კორონავირუსის წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლას. ამის შესახებ მან „ქრონიკას“ განუცხადა.

„მინდა დავამშვიდო მოსახლეობა და ვუთხრა, რომ ინფექციის ფართო გავრცელების არავითარი საფრთხე არ არის. ის შედეგები, რაც დღეს გვაქვს, მიუთითებს არა იმაზე, რომ საქმე ცუდად არის, არამედ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო აგრძელებს წარმატებულად გაუმკლავდეს კოვიდ-19-ს. ახლა ყველაზე ინტენსიური შიდა მიმოსვლის პერიოდია, ვისაც უნდოდა დასვენება, ყველამ დაისვენა დაბრკოლებების გარეშე. ეს ყველაფერი მიუთითებს არსებული სისტემის მდგრადობაზე. მე საპანიკოს ვერაფერს ვხედავ, უბრალოდ ზედმეტად თავდაჯერებულები ნუ ვიქნებით და გვახსოვდეს, რომ საფრთხე არსებობს მთელ მსოფლიოში, ნაკლებად, მაგრამ არსებობს საქართველოშიც.

ყველა საფრთხე მოგვარებადია, მაგრამ ჩათვლა იმისა რომ ყველაფერმა ჩაიარა უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. რაც ჩვენმა ექიმებმა და ქვეყნის ხელმძღვანელობამ რეგულაციები დააწესა, ისინი უნდა შევასრულოთ. აუცილებელია ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ასევე თავშეკავება ხალხმრავალი შეკრებებისგან, მერწმუნეთ, ეს მინიმალური მოთხოვნებია“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იტვირთბა....