ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ავტომობილში, სადაც ცხედარი იპოვეს, აღმოჩენილია ბაჩალიაშვილის სისხლის კვალი – საქმის ახალი გარემოება

ავტომობილში, სადაც ცხედარი იპოვეს, აღმოჩენილია თავად თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის კვალი. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი” ავრელებს. როგორც გადაცემაა “პოსტ ფაქტუმში” ითქვა, ბრიფინგის დროს ამის შესახებ პროკურორს არ უსაუბრია. სისხლის კვალი ნაპოვნია ძალიან ბევრ წერტილში.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი – აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები.

ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. ასევე, აღნიშნული მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას ორგანიზმზე.

 

 

იტვირთბა....