ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ახალციხეში მოზარდს მოტოციკლი დაეჯახა

ახალციხეში მოზარდს მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევა ბაიკერთა რბოლის დროს მოხდა. დაშავებული რვა წლის ბავშვი ამ წუთებში კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იტვირთბა....