გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ-ს მამა შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მუქარის შემცველი განცხადებების ავტორი შსს-ში ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. თუმცა, გამოკითხვაზე დაბარებულმა დუმილის უფლება გამოიყენა. თამაზ ხომასურიძემ გამოძიების არცერთ კითხვაზე არ უპასუხა.
შენობის დატოვების შემდეგ თქვა, რომ ხვალ მირიან ნიკოლაძის წინაააღმდეგ პოლიციაში საჩივარს შეიტანს.