ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, 74 წლის ქალი მძიმე მდგომარეობაში სოხუმიდან გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გადაყვანისას, გზაში გარდაიცვალა. მას „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ამ დრომდე ხუთი ადამიანია გარდაცვლილი. ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დროისთვის კოვიდინფიცირების 516 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 157 გამოჯანმრთელდა.