“პერიოდულობით აუცილებლად წარმოვადგენ დანარჩენ ჩვენებებს, რომლებიც უკავშირდება შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ ავტომობილს, მწყემსების ჩვენებებს, რომლებიც არსებითად ცვლის სურათს. კიდევ ერთხელ ვითხოვ პროკურატურისგან, რომ მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპით სატელიტიდან გადაღებული სურათები მოძიებული იყოს.”
მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.