გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამის მუქარას და მის პერსონას სერიოზულად არ უყურებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„საინტერესო ამბავი ხდება. ეს ადამიანი იმუქრება და მერე თვითონ დადის თავგატეხილი. ვერ ვხვდები, რა ხდება. იმ დღეს ვნახე, სახე ჰქონდა დასახიჩრებული, ახლა რამდენ სისულელესაც იტყვის, უარესი დაემართება თვითონ, მხოლოდ იმიტომ, რომ თავისივე აგრესიით საკუთარ თავს მოწევს შარს. მე არ ვიცი, ის რამდენად არის საფრთხის მატარებელი.
ერთადერთი, რაც ვიცი, ის მართლა მერაბიშვილის აგენტი იყო, კამერებაღჭურვილი დარბოდა და ხალხს აჭერინებდა. ახლა ის ზღაპრები, თითქოს, 28 კაცი ააფეთქა და თურმე ამ თეთრ ისარში უკვე 25 კაცი ჰყავთ კბილებამდე შეიარაღებული, სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი მისი ფანტაზიის ნაწილი მგონია და მე არ ვუყურებ ამ პერსონას სერიოზულად“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
ცნობისათვის, არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამამ რამდენიმე კვირის წინ, განაცხადა რომ საიდუმლო დაჯგუფება შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის ლიკვიდირებას გეგმავს.