ვარკეთილში, მაღაზია „ზღაპარის“ მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა. სუპერმარკეტის თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. თანამშრომლების ინფორმაციით, მენეჯერს 3 დღის წინ დაუდასტურდა ვირუსი.
მაღაზიაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა. მაღაზია ფუნქციონირებას განაგრძობს, ადგილზე ქსელური მაღაზიის სხვა თანამშრომლები მუშაობენ