ახალი ამბები ეკონომიკა

“ბიზნესის კეთების” კუთხით საქართველო წამყვან პოზიციებზე დარჩა

“ბიზნესის კეთების” კუთხით საერთაშორისო რეიტინგში საქართველო 9 პოზიციით ჩამოქვეითდა და 24 -ე ადგილზე გადაინაცვლა. კვლევას მსოფლიო ბანკი აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მე-15 ადგილზე ვიყავით, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაცია განმარტავს, რომ მეთოდოლოგია შეიცვალა და თუ ამას  შარშანდელ  შედეგებს შევადარებთ  ახლანდელი  24 -ე ადგილი შარშანდელ მე-15 ადგილს უდრის. აქედან გამომდინარე, საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით არაფერი შეცვლილა.

ამ საკითხზე კომენტარი საქართველოს ეკონომიკის მინისტრამაც გააკეთა.

„მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო ბანკმა შეიტანა ახალი კატეგორიები და რეიტინგის  დათვლა ამ კატეგორიების მიხედვით მოხდა. მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში რეფორმები გატარდა, თუმცა ორი და მეტი რეფორმა მხოლოდ 18 ქვეყანაში განხორციელდა. საქართველო არის ამ 18 ქვეყანაში. 2 რეფორმა, რომელიც ქვეყანაში იყო განხორციელებული, იქნა აღიარებული,  ეს არის – მშენებლობის ნებართვის  მიმართულებით, კერძოდ, მშენებლობის ნებართვის გაცემის კვლავ დაჩქარება და ასევე სასამართლოში პროცესზე საბუთების ელექტრონულად ატვირთვისა და წარმოების შესაძლებლობა“. – აცხადებს მინისტრი.

იტვირთბა....